ჟურნალისტმა ბაკურ სვანიძემ გაზეთ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში თბილისის მერის პოსტზე ზაალ უდუმაშვილის კანდიდატურასთან დაკავშირებით ისაუბრა. სვანიძის შეფასებით, უდუმაშვილს არჩევნებში გამარჯვების შანსი არ აქვს.
„ზაალ უდუმაშვილმა სულ გაიფარჩაკა თავი! მისი შანსი ნულია! თუ მიშას შეთავაზება მისთვის პატივია, ეს ბიჭი სულ გასულელებულა და ეგ არის! მეორე არხიდან მოყოლებული ვიცნობ და აქამდე მისი ხმა არ გამიგონია, არც საკუთარი აზრი დაუფიქსირებია, ყოველთვის სადღაც თავისთვის კუთხეში იჯდა და მაწონს ჭამდა. საკითხავია, რა დაეტაკა ახლა?!" - განაცხადა სვანიძემ.