logo_geo
eng_logo
გენრი დოლიძე: შორიდან ლანძღვა-გინებას, ხომ არ ჯობია, მობრძანდეთ, დაგვესწროთ ღონისძიებაზე...
- +

16 ივნისი. 2017. 04:55


 

პოეტი გენრი დოლიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„მეექვსე თვეა რაც მწერალთა სახლში ვმუშაობთ მე და როი. გუშინ ნარატიულ ანგარიშს ვამზადებდი სამინისტროსთვის და აღმოვაჩინე, რომ ამ ხნის განმავლობაში მწერალთა სახლის პროფესიონალ და კვალიფიციურ გუნდთან ერთად არც ისე ცოტა ღონისძიება ჩაგვიტარებია:

1. შოთა ზოიძის საიუბილეო საღამო.

2. კრებულის - "აბგდ 2" - წარდგინება.

3. თეიმურაზ კომახიძის საიუბილეო საღამო.

4. ქალთა საღამო.

5. დედა ენის დღისადმი მიძღვნილი აქცია "მართლწერის ხეივანი" (ღია ცის ქვეშ)

6. 9 აპრილის გახსენება.

7. თინა შიოშვილის საჯარო ლექცია.

8. სანდრო ბერიძის წიგნის წარდგინება.

9. ჟუჟუნა შაინიძის საჯარო ლექცია.

10. ზურაბ გორგილაძის შემოქმედებითი საღამო.

11. ჟურნალ "ჭოროხის" პრეზენტაცია ღია ცის ქვეშ.

12. ნუგზარ ჯაფარიძის 70 წლის იუბილე.

13. თამაზ ტყემალაძის დოკუმენტური ფილმის ჩვენება.

14. პრესკონფერენცია 11მარტის მოვლენებთან დაკავშირებით.

15. ლიტერატურულ-ფოლკლორული ექსპედიცია მაღალმთიან აჭარაში.

16. მალხაზ ჩოხარაძის საჯარო ლექცია.

17. სტამბოლის ქართული კულტურის ცენტრის დელეგაციის მიღება და წიგნების გადაცემა საჩუქრად.

18. ს. თხილვანის ბიბლიოთეკისთვის წიგნების გადაცემა.

19. მოსწავლეთა და სტუდენტთა ლიტერატურული კლუბის ფუნქციონირება.

და, ბოლოს, რაც მთავარია,

20. მუდმივი პროექტი "პოეზიის დრო"

21. განახლებული ჟურნალი "ჭოროხის" პირველი, მეორე და მესამე ნომრების მომზადება - გამოცემა...

ეს ყველაფერი მცირედი ჩამონათვალია იმ ყველაფერთან შედარებით, რაც განხორციელდა და რაც ახლო მომავალში იგეგმება!..

ჰოდა, შორიდან ლანძღვა-გინებას და უსაფუძვლო შეურაცხყოფებს, ხომ არ ჯობია, მობრძანდეთ, დაგვესწროთ და მეგობრული რჩევა-დარიგება-შენიშვნები მხოლოდ ამის შემდეგ გაგვიზიაროთ?!" - წერს დოლიძე.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner