თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა ანკარაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ პასუხს გასცემს აშშ-ს მისი დაცვის წევრების დაკავების ორდერის გაცემის გამო.
„მე ვიყავი აშშ-ში. „ქურთისტანის მუშათა პარტიის" და ფეთჰულა გიულენის მხარდამჭერები 40-50 მეტრში იმ ადგილიდან, სადაც მე ვიმყოფებოდი, აქციას მართავდნენ. ამერიკულმა პოლიციამ არაფერი მოიმოქმედა. მსგავსი რამ თურქეთში რომ მომხდარიყო, ხომ წარმოგიდგენიათ, რა იქნებოდა?
ამიერიდან თურქეთი ამერიკის ხელისუფლების გადაწყვეტილებას პოლიტიკური და იურიდიული მეთოდებით შეებრძოლება.
ჩემი დაცვის სამსახურის 12 წევრზე დაკავების ორდერი გასცეს. ეს რა კანონია? თუ მათ ნებადართული არ აქვთ ჩემი დაცვა აშშ-ში, მაშინ თან რატომ უნდა წავიყვანო?" - განაცხადა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა.
16 მაისს, ვაშინგტონში ერდოღანის დაცვის წევრებსა და მანიფესტანტებს შორის მომხდარი ჩხუბის დროს ვაშინგტონის პოლიციამ თურქეთის პრეზიდენტის დაცვის სამსახურის ორი წევრი დააკავა, თუმცა შემდეგ გაათავისუფლა.