ამერიკის შეერთებულ შტატებში გააუქმეს ბარაქ ობამას ბრძანებულება, რომლის მიხედვითაც, არალეგალ მშობლებს, რომელთა შვილები აშშ-ში გაჩნდნენ, მათი მეურვეების სტატუსით ქვეყანაში დარჩენა შეეძლოთ.
ბრძანებულების მიხედვით, ამ პირებს შეერთებულ შტატებში დარჩენა მათი შვილების სრულწლოვნებამდე შეეძლოთ.
დოკუმენტს 2014 წელს აშშ-ის მაშინდელმა პრეზიდენტმა, ბარაქ ობამამ მოაწერა ხელი, თუმცა ძალაში ის არ შესულა, ვინაიდან ფედერალურმა სასამართლომ დაბლოკა.
ობამას ბრძანებულების გაუქმებას აშშ-ის უსაფრთხოების სამინისტროს ხელმძღვანელმა ჯონ კელიმ მოაწერა ხელი.