logo_geo
eng_logo
გიორგი უძილაური: კაფე-ბარების 25%-ში კვების სტანდარტები დარღვეულია, 12%-ში კი კრიტიკული...
- +

16 ივნისი. 2017. 14:39



ფონდ „ქართუს" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი უძილაური სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„კაფე-ბარების 25%-ში კვების სტანდარტები დარღვეულია, 12%-ში კი კრიტიკული. მაგრამ მთავარი კრიტიკული შეუსაბამობა არის ჯარიმის ოდენობა - 1000 ლარი. სააგენტო, წესით, უნდა ხვდებოდეს, რომ ამ კაფეებს 1000 ლარის ამოღება შეუძლიათ 2 საათში, იმავე ფეკალიების გაყიდვით. ცვლილებების ინიცირებაა საჭირო და მაგ. ჯარიმის 1000 000-მდე გაზრდა. ამის შემდეგ კი შეიძლება შედეგის ნახვა", - წერს უძილაური.


შეგახსენებთ, რომ „საზოგადოებრივი მაუწყებლის" ინფორმაციით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ერთ დღეში ჩატარებული ინსპექტირების შედეგად, 38 კვების ობიექტიდან ექვსს საწარმოო პროცესი შეუჩერა და 1 000 ლარით დააჯარიმა.


ინსპექტირების ფარგლებში, გიორგი ახვლედიანის (ყოფილი პეროვსაკიას), ქიაჩელისა და კოსტავაზე ქუჩაზე მდებარე 38 კვების ობიექტი შეამოწმა. საზოგადოებრივი კვების ობიექტებიდან 10-ს სხვადასხვა დარღვევები აღმოუჩინეს და დააჯარიმეს. ექვს კვების ობიექტში კი, ინსპექტირებისას კრიტიკული შეუსაბამობები აღმოჩნდა, სადაც სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საწარმოო პროცესი შეაჩერა და ბარ-რესტორნები 1 000 ლარით დააჯარიმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner