„სამტრედიის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დის მიმართ ფიზიკური ძალადობის ფაქტზე რ.კ. დამნაშავედ სცნო სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით", - ამის შესახებ საქართველოს პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2017 წლის 22 აპრილს, დაახლოებით 21:40 საათზე, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა რ.კ.-მ, სამტრედიის რაიონის ერთერთ სოფელში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, განაწყენების ნიადაგზე სცემა დას, რითაც ამ უკანასკნელმა მიიღო სხეულის დაზიანება და განიცადა ფიზიკური ტკივილი.
სამართალდამცველებმა რ.კ. 2017 წლის 23 აპრილს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი) წარედგინა.
სამტრედიის რაიონულმა სასამართლომ რ.კ. დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.