logo_geo
eng_logo
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო: აფგან მუხთარლის საქმეზე ევროპარლამენტის რეზოლუციას იურიდიული ძალა არ აქვს
- +

16 ივნისი. 2017. 17:01



აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჰიქმეთ გაჯიევმა ჟურნალისტ აფგან მუხთარლის საქმეზე ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მას არანაირი იურიდიული ძალა არ აქვს.


მისი თქმით, ეს რეზოლუცია მიკერძოებული დოკუმენტია, რომელიც 20 წუთში მიიღეს.


შეგახსენებთ, რომ 15 ივნისს ევროპარლამენტმა კენჭი უყარა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმეზე რეზოლუციას. რეზოლუციაში ევროპარლამენტარები საქართველოს ურჩევენ, სწრაფი და გამჭვირვალე გამოძიება ჩაატაროს, ხოლო აზერბაიჯანის ხელისუფლებას აფგან მუხთარლის დაუყოვნებლივი გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner