ლონდონის პოლიციის წარმომადგენლის სტიუარტ კენდის განცხადებით, ლონდონის „გრენფელ თაუერში" გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა.
„ამ მომენტისთვის ჩვენთვის ცნობილია, რომ ხანძრის შედეგად სულ მცირე 30 ადამიანი დაიღუპა", - განაცხადა სტიუარტ კენდიმ.
ლონდონში მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლს ხანძარი ოთხშაბათს ღამით გაუჩნდა.