მომღერალი ირმა სოხაძე მიიჩნევს, რომ რუსეთში ქართული კულტურული ღონსძიებების და საღამოების გამართვა ჯერ-ჯერობით ნაადრევია, რადგან ორ ქვეყანას შორის კულტურული ურთიერთობების აღდგენას, პოლიტიკური ნიადაგი უნდა უწყობდეს ხელს.
როგორც გადაცემა „პრიორიტეტში" სოხაძემ განაცხადა, აბაშიძე- კარასინის ფორმატი, რომელმაც რუსეთ-საქართველოს შორს დიპლომატიური ურთიერთობები უნდა დაალაგოს და ურთიერთთანამშრომლობა უნდა გაზარდოს, ჯერ არ მისულა იმ კონდიციამდე, რომ ქართველი მომღერლები და მსახიობები რუსეთში მართავდნენ საღამოებს.
„ჯერ ამის დრო არ არის!"- აცხადებს ირმა სოხაძე.
„ჩვენ ტრანსფარანტებით ვერ ჩავდივართ, ედიტ პიაფები არ ვართ, ამას ვერ ვაკეთებთ. ამიტომ, რომ არ ავცდეთ, აბაშიძე-კარასინის ფორმატი, ეს არის ვაჭრობა.
მითხარით აბა ერთი ფორმატი, რომელიც მათ დაგეგმეს, რაიმე ღონისძიება. ან ქართული კულტურის დღეები, ან ა.შ. არა! იმიტომ, რომ ჯერ ადრეა ამაზე ლაპარაკი! ჯერ პოლიტიკოსებმა რაღაცა ეტაპამდე მიიყვანონ. ჯერ ეს ვაჭრობა, შემდეგ ჟენევის ფორმატი, შემდეგ რაღაცა გზა უნდა გაგვიხსნან და მერე ჩავალ კი არა და, ვერავინ ვერ მომასწრებთ იქ ჩასვლას, იმიტომ, რომ ვარ „ვივალდი ორკესტრის" სოლისტი და არაფერი არ მირჩევნია რუსული მაყურებლის ტაშს და მათ აღატაცებას, მაგრამ დღეს ამის დრო არ არის!"- განაცხადა ირმა სოხაძემ.