logo_geo
eng_logo
თელავში შშმ პირების დასაქმების ფორუმი გაიმართა
- +

16 ივნისი. 2017. 20:27



თელავში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმების ფორუმი გაიმართა. ფორუმს 17-მდე დამსაქმებელი და 50-მდე სამუშაოს მაძიებელი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი ესწრებოდა. კახეთში მოქმედი მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებმა სამუშაოს მაძიებელ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს ვაკანსიები შესთავაზეს და დასაქმება-სტაჟირების პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობა მისცეს.


შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საუკეთესო დამსაქმებლები ევროკავშირის ელჩმა, იანოშ ჰერმანმა დააჯილდოვა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner