logo_geo
eng_logo
არჩილ გამზარდია: მრცხვენია, სახალხო დამცველის აპარატი სიძულვილს აღვივებს ადამიანებში!
- +

7 აპრილი. 2016. 01:12


არჩილ გამზარდია აღნიშნავს, რომ სახალხო დამცველის ანგარიშში რელიგიურ უმცირესობასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება, არასწორია.



ჩემს შვილებს ყოველთვის ვასწავლი რომ სხვის რელიგიებს სიყვარულითა და პატივით მოეკიდოს, რომ თუ კი მოხდება ისე, ვთქვათ, ისლამის რწმენის მქონე მოსწავლეებთან ერთად მათ სკოლაში და ისინი მეჩეთში წაიყვანენ ჩემს შვილებს, სიხარულით და სიყვარულით მიიღოს, რადგან მათ ჩემს შვილებს თავიანთთვის ყველაზე ძვირფასი და წმინდა - რწმენა გაუზიარეს.

 

აუცილებლად ვასწავლი ჩემს შვილებს, რომ არასდროს დაუჯეროს ისეთ ადამიანებს, ვინც ამ მრავალფეროვნებასა და განსხვავებულობას ხელს შეუშლის და ერთმანეთის ერთიანობაში ჩაერევა; ვასწავლი, რომ არ დაუჯეროს ისეთი სახალხო დამცველის აპარატს, როგორიც დღეს ჩვენ გვყავს და რომელიც სიძულვილს აღვივებს ადამიანებში, ხელს უშლის განსხვავებულობასა და მრავალფეროვნებას.

 

ვასწავლი, რომ არასდროს დაუჯეროს იმ ადამიანებს, ვისაც მართლმადიდებელი მღვდლის მიერ სხვა აღმსარებლობის ადამიანის დალოცვა და სხვა რწმენის სასულიერო პირის მიერ მართლმადიდებლის დალოცვა ძალადობა ჰგონია.

 

მრცხვენია და ვწუხვარ, რომ ისეთი ოფისი გვაქვს სახალხო დამცველისა, რომელიც ადამიანების წინააღმდეგაა მიმართული და ერთმანეთს აძულებს. იმედია, ჩვენი შვილების თაობა უკეთესები გახდებიან და სისტემური სიძულვილის პროპაგანდირების ნაცვლად ურთიერთობებს და ახლობლობას ასწავლიან ერთმანეთისგან განსხვავებულ თანამემამულეებს."- წერს გამზარდია სოციალურ ქსელში. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner