BBC-ის ინფორმაციით, გერმანიის ყოფილი კანცლერი ჰელმუტ კოლი, ქალაქ ლიუდვიგსჰავენ-ამ-რაინში, საკუთარ სახლში, 87 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ჰელმუტ კოლი გერმანიის კანცლერი 1982-1998 წლებში იყო. მას დიდი წვლილი მიუძღვის გერმანიის გაერთიანებაში და საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა მიტერანთან ერთად მაასტრიხტის ხელშეკრულების გაფორმებაში, რითაც შეიქმნა ევროპის კავშირი.
1973-1998 წლებში კოლი გერმანიის დღევანდელი მმართველი პარტიის, ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის თავმჯდომარე იყო.