logo_geo
eng_logo
მორაგბე გელა აფრასიძე „მონპელიეში“ ითამაშებს
- +

16 ივნისი. 2017. 22:31


 


საქართველოს რაგბის ოცწლამდელთა ნაკრებისა და „ბორჯღალოსანთა" ცხრა ნომერი გელა აფრასიძე, კარიერას საფრანგეთის „ტოპ 14"-ში გააგრძელებს.


შარშან ინგლისში გამართული ოცწლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, აფრასიძით რამდენიმე ფრანგული გრანდი დაინტერესდა, თუმცა მან არჩევანი „მონპელიეზე" შეაჩერა, სადაც მას სამი ქართველი მორკინალი, დავით ქუბრიაშვილი, მიხეილ ნარიაშვილი და კონსტანტინე მიქაუტაძე დახვდებიან.


გელა აფრასიძემ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პირველი კომენტარი „საზოგადოებრივ მაუწყებელთან" გააკეთა.


„ერთი წელია, რაც ფრანგული კლუბები მაკვირდებიან და „მონპელიესთან" სამწლიან კონტრაქტს მოვაწერე ხელი. ჩემი კარიერისა და განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კარგ გუნდში მივდივარ. ის ფაქტიც, რომ იქ ქართველი ბიჭები დამხვდებიან ძალიან სასიხარულოა", - განაცხადა გელა აფრასიძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner