logo_geo
eng_logo
ცოტნე გამსახურდია: მინდა, უკეთესი წავიდე, ვიდრე ამ „აბსურდისტანში“ მოსვლამდე ვიყავი...
- +

7 აპრილი. 2016. 01:15


ცოტნე გამსახურდია სოციალურ ქსელში მის ნააზრევს აქვეყნებს:



„არავითარი პრეტენზია არ მაქვს არაფერზე, მოგეხსენებათ. საკუთარი ცხოვრებით ვცხოვრობ, მარტო, ასე ოცი წლიდან და ავიცა და კარგიც საკუთარ თავს უნდა დავაბრალო. თუ რამ გავაკეთე, გამომივიდა ან ვიზარმაცე, შევძელი ან შევცდი, შეცდომა დავუშვი, პირადად ვაგებ პასუხს. კიდევ კარგი, რომ ცხოვრება ისე გავიდა, რომ სხვის თავზე, ცხედრებზე არ მივლია ფულის, ძალაუფლების, კომფორტის გულისთვის. ძალიან მაგრად მკიდია ეგ ყველაფერი იმისათვის, რომ ადამიანი გავწირო ან ცხოვრება დავუნგრიო...

 

ვარსკვლავებს ვუყურებდი წეღან და ვფიქრობდი... ასე, ოცი წელიც და მოვა სიბერე... რა არის ოცი წელი მაგ ვარსკვლავებისთვის? გაელვება? არა, კიდევ ნაკლები... ამავ დროს არაფერი იკარგება! საოცარია ცხოვრება - წარმავალი და მნიშვნელოვანი ერთდროულად.

 

აგერ, გუშინდელი დღესავით მახსოვს, როგორ ვსწავლობდი ინსტიტუტში ოცი წლის წინ. ერთი ამდენიც და მოხუცი ხარ... თუ მიხვედი იქამდე... უბრალოდ მინდა, რომ აქედან უკეთესი წავიდე, ვიდრე ამ აბსურდისტანში მოსვლამდე ვიყავი... ვინ იცის?

 

სადღაც ბანალურია ეს ყველაფერი. მაგრამ ეს რეალობას არ ცვლის. ვიღაც გაიგებს, ვიღაც - ვერა. ვერ გაიგებ? ნუ წაიკითხავ, გაიარე!"


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner