logo_geo
eng_logo
დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია იმიგრანტი მშობლების დაცვის პროგრამას აუქმებს
- +

16 ივნისი. 2017. 23:27



მედიის ინფორმაციით, აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია იმიგრანტი მშობლების დაცვის პროგრამას აუქმებს. ტრამპის გადაწყვეტილება, ამერიკული გამოცემების ინფორმაციით, აშშ-ის უსაფრთხოების მდივანმა გააფორმა.


ობამასდროინდელი საიმიგრაციო პროგრამის შეცვლის გეგმაზე დონალდ ტრამპი ჯერ კიდევ გაპრეზიდენტებამდე, საარჩევნო კამპანიის დროს საუბრობდა. პროგრამა, სახელწოდებით DAPA ბარაქ ობამას ადმინისტრაციის დროს 2014 წელს შეიქმნა და დეპორტაციისგან ​იმ მშობლების დაცვას ითვალისწინებდა, რომელთა შვილებიც აშშ-ში დაიბადნენ.


ეს მექანიზმი დეპორტაციისგან მილიონობით იმიგრანტს იცავდა. ასევე მშობლებს ლეგალურად მუშაობის უფლებას აძლევდა. პროგრამა ჯერ ბოლომდე მიყვანილი არ იყო, თუმცა ის უკვე გაუქმებულია.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner