მედიის ინფორმაციით, აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია იმიგრანტი მშობლების დაცვის პროგრამას აუქმებს. ტრამპის გადაწყვეტილება, ამერიკული გამოცემების ინფორმაციით, აშშ-ის უსაფრთხოების მდივანმა გააფორმა.
ობამასდროინდელი საიმიგრაციო პროგრამის შეცვლის გეგმაზე დონალდ ტრამპი ჯერ კიდევ გაპრეზიდენტებამდე, საარჩევნო კამპანიის დროს საუბრობდა. პროგრამა, სახელწოდებით DAPA ბარაქ ობამას ადმინისტრაციის დროს 2014 წელს შეიქმნა და დეპორტაციისგან იმ მშობლების დაცვას ითვალისწინებდა, რომელთა შვილებიც აშშ-ში დაიბადნენ.
ეს მექანიზმი დეპორტაციისგან მილიონობით იმიგრანტს იცავდა. ასევე მშობლებს ლეგალურად მუშაობის უფლებას აძლევდა. პროგრამა ჯერ ბოლომდე მიყვანილი არ იყო, თუმცა ის უკვე გაუქმებულია.