logo_geo
eng_logo
„როდესაც ტაძრებს მთელი აღლუმი აქვთ ძვირადღირებული ლიმუზინებისა, ეს, რა თქმა უნდა, ადამიანებში რეაქციას იწვევს“
- +

17 ივნისი. 2017. 00:17



მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილი სასულიერო პირებს მოუწოდებს, არ გამოიყენონ ძვირადღირებული უცხოური ავტომანქანები, თუნდაც მათ ამ ავტომანქანებს ჩუქნიდნენ.


„ჩვენ მართლაც ვიძლევით ზოგჯერ საბაბს საკუთარი სისულელეებით. აი, მუდმივად გვადანაშაულებენ ავტომანქანებისთვის... თუკი გვჩუქნიან კიდეც ძვირადღირებულ ავტომობილებს, არ არის საჭირო ვიაროთ ამ მანქანებით. არ არის საჭირო ძვირადღირებული მანქანებით სიარული", - განაცხადა პატრიარქმა.


მისი თქმით, როდესაც ტაძრებს მთელი აღლუმი აქვთ ძვირადღირებული ლიმუზინებისა, ეს, რა თქმა უნდა, ადამიანებში რეაქციას იწვევს. მანვე სამღვდელოებას მოუწოდა, არ დაივიწყონ საკუთარი პასუხისმგებლობის შესახებ. პატრიარქის თქმით, იერარქებს არ აქვთ უფლება „საცდურის შეტანისა".


დღესვე, რუსეთის პატრიარქმა განაცხადა, რომ ეკლესიის წინააღმდეგ გაჩაღებულია საინფორმაციო კამპანია.


„სამწუხაროდ, დღეს, ახალგაზრდობაში ვაკვირდებით ეკლესიისადმი ნეგატიურ დამოკიდებულბას. ეს ხდება ეკლესიისადმი ძლიერი და მტრული საინფორმაციო ნაკადის გავლენით, რომელიც სოციალური ქსელით ვრცელდება. ეკლესიისადმი ნეგატიური გრძნობების აღსაძრავად გამოიყენება „სასულიერო პირების გარკვეული შეცდომები და უღირსი ცხოვრების გამოვლინება", - აღნიშნა პატრიარქმა კირილმა.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner