logo_geo
eng_logo
საფრანგეთის ელჩმა მორაგბეებს და მოფარიკავეებს უმასპინძლა
- +

17 ივნისი. 2017. 00:38



16 ივნისს, საფრანგეთის რეზიდენციაში (#ჭანტურიას 5) გაიმართა საქართველოში საფრანგეთის ელჩის პასკალ მენიეს მიღება, რომელიც დაკავშირებული იყო მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატისა და ფარიკაობაში ევროპის ჩემპიონატის თბილისში ჩატარებასთან დაკავშირებით და ამ ორ საერთაშორისო ღონისძიებაში მონაწილე ფრანგი სპორტსმენების საპატივსაცემოდ. ღონისძიებას დაესწრო სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და მინისტრის მოადგილე რევაზ ჯაველიძე, ასევე საფრანგეთის ელჩმა უმასპინძლა ფრანგ სპორტსმენებს - მოფარიკავეებს და მორაგბეებს, საქართველოს რაგბისა და ფარიკაობის ფედერაციების წარმომადგენლებს.



აღსანიშნავია, რომ საფრანგეთის 20-წლამდელთა ნაკრები 18 ივნისს, მსოფლიოს თასის დასკვნით დღეს ითამაშებს ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში სამხრეთ აფრიკის ნაკრებთან. ფრანგმა მოფარიკავეებმა კი თბილისში მიმდინარე ევროპირველობაზე, რომელიც 17 ივნისს დასრულდება ამ დრომდე 3 მედლის მოპოვება შეძლეს. საფრანგეთის ელჩმა ტარიელ ხეჩიკაშვილს მადლობა გადაუხადა სტუმრობისთვის და იმედი გამოთქვა, რომ საქართველო მხარს დაუჭერს საფრანგეთში 2023 წლის რაგბის მსოფლიოს თასის მასპინძლობას - საფრანგეთი 2023 წლის მსოფლიოს თასის მასპინძლობის ერთ-ერთი კანდიდატი ქვეყანაა. 

 



 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner