logo_geo
eng_logo
მალხაზ გულაშვილი: მუხთარლი ხშირად არღვევდა საზღვარს...
- +

17 ივნისი. 2017. 03:53



„ჯორჯიან თაიმსის" დამფუძნებლმა მალხაზ გულაშვილმა ტელეკომპანია „იბერიის" ეთერში აფგან მუხთარლის საქმეზე ისაუბრა. გულაშვილის განცხადებით, ეს არის დაგეგმილი სპეცოპერაცია, რომელიც იყო მიმართული საქართველოსა და აზერბაიჯანის ურთიერთობის გაფუჭებისკენ. მისივე თქმით, აზერბაიჯანელ ჟურნალისტს საქართველოს ხელისუფლებისთვის 2 წლის განმავლობაში არ მიუმართავს. გულაშვილის თქმით, მას აქვს ინფორმაცია, რომ მუხთარლი ხშირად არღვევდა საზღვარს.


„ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოება პირველ ადგილზე უდნა იყოს, უნდა იყოს ძალოვანი სტრუქტურების გამართული მუშაობა, ადამიანის უფლებები უნდა იყოს დაცული, პრესის თავისუფლება და ბიზნესის თავისუფლება. დადანაშაულება, რომ მუხთალის გატაცება საქართველოს ხელისუფლებამ მოაწყო არასწორია", - განაცხადა გულაშვილმა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner