ვანუატუს პრეზიდენტი ბალდვინ ლონსდეილი გულის შეტევისგან გარდაიცვალა.
ლონსდეილი ვანუატუს დედაქალა პორტ-ვილეში საავადმყოფოში გარდაიცვალა. ის პრეზიდენტად 2014 წელს აირჩიეს. ვანუატუს კონსტიტუციის თანახმად, ახალი პრეზიდენტი პარლამენტმა და რეგიონული მთავრობების ხელმძღვანელებმა სამი კვირის ვადაში უნდა აირჩიონ.
ვანუატუმ თავის დროზე, 2011 წელს საქართველოს ოკუპირებული რეგიონის - აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა. თუმცა მოგვიანებით ამ აღიარებაზე უარი თქვა. მაშინ ვანუატუს საგარეო საქმეთა გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, რომ „ეს მხოლოდ გაუგებრობა იყო" და ვანუატუს სურს თბილისთან მეგობრული ურთიერთობების ჩამოყალიბება.