logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი თერჯოლაში სახალხო დღესასწაულს ესწრება
- +

17 ივნისი. 2017. 13:42



სახალხო დღესასწაულს აღნიშნავენ თერჯოლის მუნიციპალიტეტში. ზედა სიმონეთში დავით კლდიაშვილის სახლ-მუზეუმის ეზოში ღონისძიება ამ წუთებშიც მიმდინარეობს.


სახალხო ზეიმს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ესწრება. პრემიერმა ქვეყნის განვითარებაზე, ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და მეწარმეობის ხელშეწყობაზე ისაუბრა.


სახალხო ზეიმი წელს პირველად, თერჯოლა-ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატის, ელგუჯა გოცირიძის ინიციატივით იმართება.


დღესვე, თერჯოლის ხუთ მოქალქეს საპატიო თერჯოლელის წოდება მიენიჭა.


ასევე, გამოვლინდნენ რაიონის წარჩინებული მოსწავლეები, რომლებსაც სახელობითი სტიპენდიები დაენიშნათ.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner