თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ საუდის არაბეთის მეფესთან სალმანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ თურქეთი საუდის არაბეთისგან ყატარის ირგვლივ შექმნილი კრიზისის აღმოფხვრის მიზნით გადადგმულ ნაბიჯებს ელოდება.
ჩავუშოღლუს განცხადებით, თურქეთი მზად არის, წვლილი შეიტანოს სპარსეთის ყურის ქვეყნებს შორის დაძაბულობის მოხსნაში.
„საუდის არაბეთის მეფეს თურქეთის პრეზიდენტის გზავნილი გადავეცი. ველოდებით, რომ საუდის არაბეთი ისეთ ნაბიჯებს გადადგამს, რომელიც ამ ქვეყანას შეესაბამება", - განაცხადა ჩავუშოღლუმ.
ჩავუშოღლუს განცხადებით, საუდის არაბეთის მეფესთან ყატარის ირგვლივ შექმნილი კრიზისი განიხილეს.
„მოხდა თუ არა შეხვედრის შედეგად ყატარის ირგვლივ შექმნილი კრიზისის აღმოფხვრა? სამწუხაროდ, არა. არის სხვა ქვეყნებიც. ყველაფერი ძალიან ჩახლართულია. თუმცა, ჩვენ შევძელით, ჩვენი ხედვები გაგვეზიარებინა", - განაცხადა მევლუთ ჩავუშოღლუმ.