საბერძნეთში დანაშაულებრივი ჯგუფის 8 წევრი დააკავეს, რომლებიც მაღაზიებსა და ბინებს ძარცვავდნენ.
ათენის პროკურატურის ცნობით, დაკავებულთაგან 7 საქართველოს და უკრაინის მოქალაქეები არიან. დაკავებულთაგან სამი ქალია.
დაკავებულებს შეიარაღებული ძარცვა, მკვლელობა, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარება და ნარკოტიკების შენახვა ედებათ ბრალად.