იაპონიის სანაპიროსთან ამერიკული ნაღმოსანი კატარღა „ფიცჯერალდის" და ფილიპინური კონტეინერების გადამზიდი გემის შეჯახების შედეგად აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების შვიდი მეზღვაური დაკარგულად ითვლება, ხოლო სამი დაშავდა. დაშავებულებს შორის ამერიკული სამხედრო გემის კაპიტანიც არის.
წყალქვეშა სამძებრო-სამაშველო სამუშაოები რამდენიმე საათია მიმდინარეობს.