logo_geo
eng_logo
ლიბიის სანაპიროსთან 900 მიგრანტი გადაარჩინეს
- +

17 ივნისი. 2017. 16:29



ხმელთაშუა ზღვის ლიბიის სანაპიროებთან 900-ზე მეტი მიგრანტი გადაარჩინეს, რომლებიც აფრიკიდან და აზიის ქვეყნებიდან ევროპაში წასვლას ცდილობდნენ.

 

ლიბიის სანაპირო დაცვის სამსახურმა ტრიპოლის დასავლეთით, ქალაქ ეზ-ზავიასთან 5 გასაბერი ნავი და ხის გემი დააკავა, სადაც 906 ადამიანი იმყოფებოდა,"- განაცხადა გენერალმა აიუბ კასემმა.


მისივე განცხადებით, გადარჩენილებს შორის 25 ბავშვი და 98 ქალია. ერთ-ერთი გასაბერი ნავი დაზიანებული იყო, ხის გემზე კი ძრავი არ ჰქონდა.


2017 წლის დასაწყისიდან ხმელთაშუა ზღვით ევროპაში 77 ათასზე მეტი მიგრანტი და ლტოლვილი ჩავიდა. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, 1820 ადამიანი ზღვაზე მგზავრობის დროს დაიღუპა.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner