დიდი ბრიტანეთის დედოფალმა ელისაბედ მეორემ ოფიციალურ დაბადების დღესთან დაკავშირებით გაკეთებულ მიმართვაში განაცხადა, რომ „ბრიტანეთი სევდიანმა განწყობამ მოიცვა".
„დღეს, ტრადიციისამებრ დღესასწაული გვაქვს, მაგრამ წელს ჩვენი ქვეყანა სევდიანმა განწყობამ მოიცვა. უკანასკნელ თვეებში ჩვენ ძალიან ბევრი ტრაგედია გადავიტანეთ", - წერს დედოფალი.
დედოფალი 16 ივნისს ხანძრის შედეგად დაზარალებულების ოჯახებს შეხვდა. მან აღნიშნა, რომ მიუხედავად დიდი ტრაგედიისა, სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ადამიანები მზად არიან, ერთმანეთს დახმარების ხელი გაუწოდონ.
ინგლისის დედოფალი 21 აპრილსაა დაბადებული, თუმცა, დიდ ბრიტანეთში მონარქის დაბადების დღე ივნისის ერთ-ერთ შაბათს აღინიშნება და ქვეყნის ოფიციალურ დღესასწაულთა რიცხვში შედის.