პოლონეთის ქალაქ ოპოლეს პოლიციამ ქურდობაში ეჭვმიტანილი სამი ქართველი დააკავა.
პოლონური მედიის ინფორმაციით, 21-დან 44 წლამდე ასაკის სამი მამაკაცი ეჭვმიტანილია ქურდობის 16 შემთხვევაზე.
ერთ-ერთი ეჭვმიტანილის ბინიდან ამოღებულია ძვირფასი ნივთები, კომპიუტერული ტექნიკა, საათები - ჯამში, მოპარული ნივთების ღირებულება 50 ათას პოლონურ ზლოტს აღწევს.
აღნიშნული ნივთები მფლობელებს უახლოეს პერიოდში დაუბრუნდებათ. ერთ-ერთი ეჭვმიტანილი პოლიციამ დროებითი დაკავების იზოლატორში გადაიყვანა.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეებს 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.