logo_geo
eng_logo
პოლონეთში ქურდობაში ეჭვმიტანილი სამი ქართველი დააკავეს
- +

17 ივნისი. 2017. 17:14



პოლონეთის ქალაქ ოპოლეს პოლიციამ ქურდობაში ეჭვმიტანილი სამი ქართველი დააკავა.


პოლონური მედიის ინფორმაციით, 21-დან 44 წლამდე ასაკის სამი მამაკაცი ეჭვმიტანილია ქურდობის 16 შემთხვევაზე.


ერთ-ერთი ეჭვმიტანილის ბინიდან ამოღებულია ძვირფასი ნივთები, კომპიუტერული ტექნიკა, საათები - ჯამში, მოპარული ნივთების ღირებულება 50 ათას პოლონურ ზლოტს აღწევს.


აღნიშნული ნივთები მფლობელებს უახლოეს პერიოდში დაუბრუნდებათ. ერთ-ერთი ეჭვმიტანილი პოლიციამ დროებითი დაკავების იზოლატორში გადაიყვანა.


ბრალის დამტკიცების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეებს 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner