თბილისის საქალაქო სასამართლოში დაპირისპირების დროს რვა ადამიანი დააკავეს.
დაპირისპირება ჟურნალისტ ზაზა დავითაიას პროცესის შემდეგ მოხდა. ერთამანეთს დავითაიას მხარდამჭერები და „თავისუფალი ზონის" წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ. დაპირისპირება ჯერ სასამართლო დარბაზში დაიწყო და შემდეგ გარეთ გაგრძელდა.
როგორც 2030.news-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, სამართალდამცველების მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166 - (წვრილმანი ხულიგნობა) და 173- (პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა) მუხლებით დაკავებულია 8 პირი.
ზაზა დავითაიას რამდენიმე ხნის წინ "თავისუფალი ზონის" ოფისთან ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. პროცესი სასამართლოში სწორედ ამ საკითხს ეხებოდა.