ფონდ „ქართუს" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი უძილაური სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ფსიქოპატებისა და პოლიტიკური „ლუზერების" ბოსელიდან გამოსული ყმუილო საერთოდ არ მადარდებს, გასაგებია, ერთ დროს ზეობაში მყოფებმა ვერ გადაიტანეს მარცხი და დაჩოჩდნენ. მაგრამ ძალიან მადარდებს ქართული მედია, რომელიც ჯერ კიდევ ვერ ამჩნევს „ლუზერების" შიზოფრენიას და მათ კვლავ საღ აზროვნებას აბრალებს. კლოუნების ჭკუაზე დადიხართ ძვირფასებო, ტეხავს", - წერს გიორგი უძილაური.