logo_geo
eng_logo
დარეჯან ლიპარტელიანი: ელო ბიცოლა, გამოიღვიძე, დეპოში ხარ!
- +

18 ივნისი. 2017. 02:46



ჟურნალისტი დარეჯან ლიპარტელიანი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ორი უმაგრესი ქართველი, უნიჭიერესი და უკეთილშობილესი ადამიანი, ერთი ზნედაცემული და გაბოროტებული დედაკაცის განსჯის საგანი გახდა!...

 

ელო ბიცოლამ, ახალი ზღაპარი შეთხზა და facebook-ის საკუთარ გვერდზე პოსტიც გამოაცხო... სადაც წერს, რომ - „ბერა ივანიშვილი ამერიკაში ზაზა ფაჩულიასთან საგანგებო მისიით იყო ჩასული. ბიძინა ივანიშვილი ცნობილ კალათბურთელს 2018 წელს პრეზიდენტის პოსტს სთავაზობს".

 

ელო ბიცოლა, გამოიღვიძე, დეპოში ხარ!!!

 

ეტყობა ელოს, დაავიწყდა მთავარი რომ, ბერა ივანიშვილს ამერიკაში საგანგებო მივლინება, არაფერში სჭირდებოდა... ბერა კარგა ხანია ამერიკაში ცხოვრობს!... ელნარა, დედას გაფიცებ, ვისთვის წერ ამ სისულელეებს, შენნაირი ყანა ქალებისთვის, თუ ინტელექტუალურ მასებზე გაქვს გათვლილი? თუმცა, რა ინტელექტუალურ მასებზე გესაუბრები, საკუთარ ქვეყანას ხომ კარგა ხანია „ყანად" მოიხსენიებ!.... ეტყობა, თავად ვერ გასცდი ყანის საზღვრებს და ამან გაგაბოროტა... ამიტომაც არის, ამჯერად შვილის ტოლა ბავშვები რომ ამოიღე მიზანში?!... მეხი შენ რომ დაგეცეს, მაგ სულელ თავში, შენი ერთი დაწყებული და ბოლომდე მიყვანილი საქმე მაჩვენა და მეტი არ მინდა არაფერი...

 

საწყალი, მალე ალბათ აკვნის ბავშვებზეც დაწერს სტატუსებს", - წერს დარეჯან ლიპარტელიანი. 


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner