ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ნიკუტა გვარამია დეპუტატ ოთარ ჩრდილელს მიმართავს - არც ჟურნალისტი ჩრდილელი მახსოვს და არც დეპუტატიო... ჰოდა, აქვე ელისო კილაძე უხსნის სპორტში მოღვაწეობდაო და კალაძეს ებარება მეორე მოწვევის პარლამენტშიო... შე უტიფარო ქალო, ერთი წლის წინ ტანზე იხევდი, ჩემი მეგობარია ჩრდილელიო და დღეს ღლიცინებ? შენი გვარი ხომ გვარამიამ სულ საზეპიროდ იცოდა, ისეთი „ბექგრაუნდი" გაქვს... ისე, გვარამიას ვურჩევ, ელისო კილაძეს გაზეთი ვინ შეუქმნა იმით დაინტერესდეს... მაშინ დაიწყება ცირკი „ნაცებში", მაგას რომ გაიგებენ. დეტალებში მოვყვე ელიკო როგორ და სად შეგიქმნეს გაზეთი გინდა?" - წერს ჯღარკავა.