ლონდონში Grenfell Tower-ში გაჩენილი ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 58-მდე გაიზარდა.
შეგახსენებთ, რომ კენსინგტონის რეგიონში მდებარე 27-სართულიანი საცხოვრებელი კომპექსი 14 ივნისს დაიწვა. ხანძრის დროს შენობაში ასობით მოქალაქე იმყოფებოდა.
პარალელურად მომხდარის სამართლიანი გამოძიების მოთხოვნით ლონდონის ქუჩებში საპროტესტო აქციები გაიმართა.