logo_geo
eng_logo
კოლუმბიის დედაქალაქში მომხდარ აფეთქებას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
- +

18 ივნისი. 2017. 13:00



კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტაში მომხდარ აფეთქებას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 10-მდე - დაშავდა. აფეთქება სავაჭრო ცენტში მოხდა, ეს ტერიტორია კი ტურისტულ ზონად ითვლება.


ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, აფეთქება მართული სისტემის მქონე ასაფეთქებელი მოწყობილობით განხორციელდა.


ადგილობრივი მთავრობა მომხდარს ტერორისტულ აქტად მიიჩნევს. კოლუმბიის პრეზიდენტმა ხუან მანუელ სანტოსმა ბოგოტაში მომხდარი აფეთქების გამო უშიშროების საბჭო მოიწვია. მისივე თქმით, ეს ტერაქტი ქვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირების მოგვარების კუთხით მთავრობის გეგმაზე არ იმოქმედებს. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner