კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტაში მომხდარ აფეთქებას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 10-მდე - დაშავდა. აფეთქება სავაჭრო ცენტში მოხდა, ეს ტერიტორია კი ტურისტულ ზონად ითვლება.
ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, აფეთქება მართული სისტემის მქონე ასაფეთქებელი მოწყობილობით განხორციელდა.
ადგილობრივი მთავრობა მომხდარს ტერორისტულ აქტად მიიჩნევს. კოლუმბიის პრეზიდენტმა ხუან მანუელ სანტოსმა ბოგოტაში მომხდარი აფეთქების გამო უშიშროების საბჭო მოიწვია. მისივე თქმით, ეს ტერაქტი ქვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირების მოგვარების კუთხით მთავრობის გეგმაზე არ იმოქმედებს.