logo_geo
eng_logo
რატომ დაიჭირა სააკაშვილმა ნარჩემაშვილი და იყვნენ თუ არა მის აყვანაში გარეული ჟურნალისტები
- +

18 ივნისი. 2017. 14:55



საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კობა ნარჩემაშვილი გადაცემაში „ინტერვიუ ვანიჩკასთან" „ნაციონალური მოძრაობის" პერიდოში მისი დაჭერის დეტალებს იხსნებს. დეპუტატს მიაჩნია, რომ სააკაშვილმა მას ვერ აპატია ნანული შევარდნაძის დაკრძალვაზე გამოჩენა, რადგან როგორც ნარჩემაშვილი ამბობს, ყოფილმა პრეზიდენტმა ეს დემონსტრაციულ ჟესტად ჩაუთვალა, რომელიც ფიქრობდა, რომ მისი მმართველობის დროს ნარჩემაშვილს ვერ უნდა გაებედა.

 

„ზოგადად პოსტსაბჭოურ ხელისუფლებებს ახასიათებს, ელიტური რევოლუციები, „ვარდების რევოლუცია" სხვა არაფერი იყო თუ არა ე.წ. ელიტური რევოლუცია. ხელისუფლებაში მყოფმა ერთმა ჯგუფმა, იმაზე ადრე გადაწყვიტა ხელისუფლებაში მოსვლა, ვიდრე შეიძლებოდა ეს ბუნებრივად მომხდარიყო. სახელმწიფო ინსტიტუტების დასუსტების მცდელობა თვითონ ხელისუფლებაში მყოფმა ძალამ დაიწყო გაცილებით ადრე, ჯერ კიდევ 1998 წლიდან და უბრალოდ ეს ამბავი დამთავრდა 2003 წლის ნოემბერში. ამის ყველანაირი წინაპირობა არსებობდა, უბრალოდ საზოგადოებრივი აზრის შემობრუნება ამ თვალსაზრისით ჩვენ ვერ შევძელით. ჩემი აზრით, სააკაშვილმა ჩემი გამოჩენა ნანული შევარდნაძის დაკრძალვაზე დემონსტრაციულ ჟესტად მიიჩნია და ჩათვალა, რომ ეს ვერ უნდა გამებედა. მთელი პოლიტიკა ხომ ადამიანებში უმწეობის გაწრთვნაზე იყო აგებული. მთელი მისი გუნდის პოლიტიკა აგებული იყო იმაზე, რომ საზოგადოებაში გაეწვრთნად უმწეობა, შიშის სინდრომი დაეთესათ, ყველა საშუალება გამოყენებინათ იმისთვის, რომ ამ მიზნისთვის მიეღწიათ. მე ვფიქრობ, რომ ჩემი დაჭერის გადაწყვეტილება აქეთკენ იყო მიმართული. იქ მისვლით ფაქტობრივად მე დარტყმის ქვეშ ვაყენებდი ჩემს გარემოცვას, ჩემს მეგობრებს, ჩემს სამსახურეობრივ იერარქიას, რადგან თუ მე ვერ მომწვდებოდნენ, მიწვდებოდნენ მათ და საბოლოო ჯამში დიდ განსახვავებას ამაში ვერ ვხედავდი. აქ საუბარი არ მიდიოდა სამართლებრივ კატეგორიებზე, ეს უბრალოდ ძალიან მახინჯი ისტორიული პროცესი იყო, რომელმაც ბევრი ადამიანი შეიწირა, ბევრ ადამიანს სული დაუმახინჯა, ბევრი ადამიანის ოჯახი გაანადგურა. ჩვენდა საბედნიეროდ ძალიან მძიმედ ეს ამბავი გადავიტანეთ და ძალიან მძიმე კვალი დაგვიტოვა. ჩემს შემთხვევაშიც შეიძლებოდა ძალიან ცუდად დამთვარებულიყო, სულხან მოლაშვილის მაგალითივით", - აცხადებს ნარჩემაშვილი.


წამყვანის შეკითხვაზე - მაქვს ინფორმაცია, ან დამიდასტურეთ ან უარყავით, რომ თქვენს აყვანაში მონაწილეობა მიიღეს ჟურნალისტებმა, კობა ნარჩემაშვილი პასუხობს:


„მე ინფორმირებული ვიყავი 2 დღით ადრე, რომ აპირებდნენ ჩემს დაკავებას. იყო ერთი თუ ორი ჟურნალისტი აღარ მახსოვს, სიმართლე გითხრათ, რომელმაც უბრალოდ მომიკითხა, რასაკვირველია, მე ეჭვი გამიჩნდა რომ ეს შეიძლება ამას უკავშირდებოდეს. ეს შეიძლებოდა ყოფილიყო ჟურნალისტი, თერძი, მეტალურგი პირობითად, მაგრამ ეს არაფერს ცვლის", - განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა.


კობა ნარჩემაშვილი, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე 2001­2003 წლებში მსახურობდა, ოქტომბერში საბაჟო პროცედურების დარღვევის და ავტომანქანების უკანონოდ განბაჟების ბრალდებით დააპატიმრეს. დაკავების შემდეგ ნარჩემაშვილმა უარყო ბრალდებები და განაცხადა, რომ მისი დაკავება პოლიტიკური მოტივით მოხდა.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner