-
+
18 ივნისი. 2017. 15:47
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ოთარ ჩრდილელი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„2014 წელს, რუსთავში ბავშვი გადაარჩინა ავტომანქანის დაჯახებისგან. თავად დაიღუპა.
ჩვენი დროის გმირი, დღეს 24 წლის გახდებოდა - ოთო გურგენიშვილი.
თალმუდში წერია: „ვინც გადაარჩინა თუნდაც ერთი სიცოცხლე, მან გადაარჩინა სამყარო", - წერს ჩრდილელი.