logo_geo
eng_logo
სანდრო ბრეგაძე: მართლა ამაზრზენი, მოღალატე-სადისტები ხართ „ნაცებო“!
- +

18 ივნისი. 2017. 16:38



მოძრაობა „ეროვნულების" ლიდერი სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ნაცები" ჭორვილისკენ დაიძრნენო. ჰოდა, ახლაა კარგი მომენტი, რომ ერთიანად... პირველად ვინატრე ცხოვრებაში ჭორვილაში ცხოვრება, რათა „ნაცებს" სოფლის შესასვლელში დავხვედროდი და თავ-პირი დამელეწა. წარმოიდგინეთ, რა სიძულვილი აქვთ ამ არაადამიანებს ყველა იმის მიმართ, ვინც მათ ებრძოდა.

 

ჯერ ერთი, ბიძინა ივანიშვილი ჯანმრთელადაა, მაგრამ ავადაც რომ იყოს, რა წესია სახლში მიდგომა? სად დაიბადეთ? სად გაიზარდეთ? რა ჯიშის ხართ თქვე უღმერთოებო? აი, მიშა მალე საგიჟეში რომ მოხვდება, მართლა არ ვიკადრებ მივადგე ფსიქიატრიულში და ზეიმი გავმართო. მართლა ამაზრზენი, მოღალატე-სადისტები ხართ „ნაცებო"!" - წერს სანდრო ბრეგაძე.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner