ძაღლის მფლობელების უმეტესობას იმდენად უყვარს საკუთარი შინაური ბინადარი, რომ ზოგჯერ ზედმეტად თავს აბეზრებს და არ ფიქრობს იმაზე, რა სიამოვნებს ცხოველს და რა არა.
ყველა ძაღლს თავისი პატრონი იმდენად უყვარს, რომ ბევრჯერ მის კაპრიზებს ემორჩილება, ამასთანავე, დისკომფორტს განიცდის და იტანს პატრონის არასასიამოვნო მოპყრობას.
ცხოველს არ შეუძლია გვითხრას, რა მოსწონს და რა არ მოსწონს პატრონისგან. ჩვენ შევკრიბეთ 11 მიზეზი, თუ რა არ სიამოვნებს ძაღლს პატრონისგან.
1. ჩახუტება
ყველა ძაღლზე ვერ ვიტყვით, რომ ჩახუტება არ უყვარს. ზოგიერთი ძაღლი ძალიან ბედნიერია, როცა პატრონი ეხუტება, თუმცა, შინაური ბინადრების უმეტესობა ამ დროს თავს გრძნობს, როგორც მახეში გაბმულს. ისინი ითმენენ, სანამ პატრონი გაათავისუფლებს, მაგრამ მოთმინება არ ნიშნავს, რომ მათ ეს საქციელი მოსწონთ.
ძაღლის ქცევა, რომელსაც ჩახუტება არ სიამოვნებს: თავთან მიკრული ყურები, დაძაბული დგომა ან ჯდომა. ყოველივე ეს მიანიშნებს, რომ მას არ სიამოვნებს, როცა ადამიანი ეხუტება. ასევე, აუცილებელია ბავშვს ასწავლოთ, რომ ძაღლს არ ჩაეხუტოს, განსაკუთრებით იმ ცხოველს, რომელსაც არ იცნობს. ეს შეიძლება არასასიამოვნო შედეგით დასრულდეს.
2. მრავალსიტყვიანი საუბარი ძაღლთან
ზოგერთი პატრონი სულიერად ძალიან ახლოსაა საკუთარ ძაღლთან. მას ავიწყდება, რომ ის ცხოველია და არა ადამიანი. იგი ადამიანივით ესაუბრება თავის ბინადარს, თუმცა, ძაღლბს არ ესმით ჩვენი ენა და, ხშირ შემთხვევაში, ღიზიანდებიან. ცხოველს შეიძლება ვესაუბროთ თითო სიტყვით, რომელიც მიანიშნებს, რაღაც განსაკუთრებულს, მაგალითად: "კარგია", "ცუდია", "წავიდეთ" და ა.შ.
3. ყვირილი
რა თქმა უნდა, ზოგჯერ ძაღლებიც იქცევიან ცუდად, გამოვყავართ წყობიდან, თუმცა, ყვირილი გამოსავალი არ არის. ის ვერ ხვდება, რას ითხოვთ, როცა ყვირით. შეიძლება ამ დროს ცხოველმა მიიღოს სტრესი, შეეშინდეს, თუმცა, ის ვერ ისწავლის ცუდი და კარგი საქციელის გარჩევას.
რჩევა: მაგალითად, თუ ძაღლი წინდას მოიგპარავთ, მიუთითეთ, რომ დააგდოს ის, ხოლო შემდეგ დააჯილდოვეთ გემრიელი სასუსნავით. რამდენიმე ჯილდოს შემდეგ, თქვენი ბინადარი მიხვდება, რომ ეს ცუდი საქციელია.
4. პატარა სივრცე
ძაღლს აუცილებლად სჭირდება სივრცე, განსაკუთრებით კი მოზრდილ ჯიშებს. ისევე, როგორც ადამიანები იცვლიან გარემოს (სამსახური, სტუმრად წასვლა, ბუნებაში სეირნობა), ასევე ძაღლისთვისაც საჭიროა მისი გადაადგილების არეალი იყოს მრავალფეროვანი. ეს ეხებათ იმ ადამიანებს, რომლებსაც ცხოველი ეზოში ერთ ადგილზე დაბმული ან პატარა ბინაში გამოკეტილი ყავთ.
რჩევა: ძაღლს სჭირდება ყოველ დღე ერთი საათით დილა-საღამოს სეირნობა. იმ ადამიანებს, რომლებსაც პატარა ფართი აქვს, გაზარდეთ ეს დრო და სეირნობისას აუცილებლად აუშვით ძაღლი დაცულ ტერიტორიაზე, რათა მან თავისუფლად მოძრაობა შეძლოს.
5. სახეზე ხელით შეხება
განვმეორდებით და ვიტყვით, რომ ძაღლი პატრონის მიმართ ყოველთვის ლოიალურია, თუმცა, სახეზე ხელის შეხება უმეტესობას არ სიამოვნებს. ეს წესი განსაკუთრებით უნდა გაითვალისწინოთ, თუ ძაღლს პირველად შეხვდით. თუ დიდი სურვილი გაქვთ მოფერებისა, უბრალოდ გადაუსვით მას ხელი ზურგზე. ეს ძაღლს ძალიან სიამოვნებს.
6. თვალებით კონტაქტი
ძაღლი თვალებში უყურებს მხოლოდ იმ ადამიანს, ვინც ძალიან უყვარს. მაგრამ თუ ძაღლი არ გიცნობთ და თქვენ მას თვალებში დააკვირდებით, ეს შეიძლება
მისთვის აგრესიის გამომწვევი გახდეს.
7. ტანსაცმელი/აქსესუარები
ეს კიდევ ერთი ფაქტია, რასაც პატრონიანი ძაღლების უმეტესობა ვერ გუობს, თუმცა, იტანს. შესაძლოა, სუსხიან ამინდში რამდენიმე საათით ძაღლს ჩააცვათ ტანსაცმელი, როცა გარეთ გაგყავთ, თუმცა, სხვადასხვა აქესუარითა და მოდურ ჯინსებში გამოწყობილი ძაღლი ძალიან იტანჯება და ვერ ეგუება სამოსს.
ათასობით სხვადასხვა დიზაინის მაისური, შარვალი, კაბა თუ სამკაული იქმნება ვითომ და ცხოველებისთვის, თუმცა, ძაღლს სხეულზე არ სჭირდება ზედმეტი სამოსი საკუთარი ბეწვის გარდა. ის ამ დროს დიდ დისკომფორტს განიცდის.
8. მძაფრი სუნი
ძაღლს პირობითად აქვს ათასჯერ უკეთესო ყნოსვა, ვიდრე ადამიანს. წარმოიდგინეთ, რამდენად მკვეთრად აღიქვამს ის სუნამოს, ყვავილების, ჰაერის გამწმენდი აეროზოლის სუნს. თუ დახურულ სივრცეში გამოიყენებთ ისეთ ინგრდიენტს, რასაც მძაფრი სუნი აქვს, მოარიდეთ იმ ტერიტორიას თქვენი ოთხფეხა ბინადარი.
9. როცა პატრონი ნეგატიურ განწყობაზეა
როცა თქვენ ხართ გაღიზიანებული, გაბრაზებული, მოწყენილი, თქვენი შინაური ბინადარი განიცდის ამ ფაქტს. მეტიც, თუ ეს დიდ ხანს გაგრძელდა, შესაძლოა, ძაღლზე იმდენად იმოქმედოს, რომ ის ავად გახდეს. უდავოა, ყოველთვის ვერ იფიქრებთ თქვენი ძაღლის განწყობაზე, თუმცა, ეცადეთ გაუღიმოთ მას, მოეფეროთ და რამდენიმე წუთით ეთამაშოთ.
10. ძაღლის სახლში დატოვება დიდი დროით
ძაღლი ცოცხლობს პატრონისთვის. თუ თქვენ დიდ დროს ატარებთ მის გარეშე ან ხშირად ახდენთ მის იგნორირებას, როცა სახლში ხართ, ეს შესაძლოა მისი სტრესის მიზეზი გახდეს, რომელიც შემდგომში სერიოზულ დაავადებებს იწვევს.
რჩევა: სახლში ყოფნისას დაუთმეთ თქვენს ბინადარს რაც შეიძლება მეტი დრო, ის ხომ თქვენთვის არსებობს? მას არაფერი ახარებს საყვარელ პატრონთან ყოფნის გარდა.
11. თავშესაფარში მიტოვება
რა უნდა იყოს ცხოველისთვის იმაზე საშინელება, როცა ის ოჯახში იზრდება, აღმერთებს საკუთარ პატრონებს და უეცრად ყველასგან მიტოვებული თავშესაფრის გალიაში ხვდება? წარმოიდგინეთ ამ დროს საკუთარი თავი - მარტო გისოსებში, უცხო ადამიანების გარემოცვაში, როცა არ იცი, რას გიპირებენ და სად ხარ.
ჩვენთვის ანუ ძაღლების მოყვარულებისთვის (თუ თქვენ კითხულობთ ამ სტატიას, თქვენც ჩვენს შორის ხართ) წარმოუდგენელია ამის გაკეთება. ჩვენ ყოველთვის ვგულშემატკივრობთ იმ ცხოველებს, რომლებიც პატრონებმა მარტო სიკვდილისთვის გაიმეტეს.
და ბოლოს, თუ მიყვებით ჩვენს რჩევებს, თქვენი შინაური ბინადარი უფრო ბედნიერი იცხოვრებს თქვენთან ერთად.