logo_geo
eng_logo
„ამის შემდეგ, შენ იცი და შენმა კაცობამ!...“ - თამაზ ჭეიშვილის ღია წერილი კახა კალაძეს
- +

18 ივნისი. 2017. 17:09



პუბლიცისტი თამაზ ჭეიშვილი ვიცე-პრემიერის, ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის მისამართით სოციალურ ქსელში ღია წერილს ავრცელებს, რომელსაც „რეპორტიორი" უცვლელად გთავაზობთ:


„ღია გზავნილი, ჩემს უსაყვარლეს ფეხბურთელს, კახა კალაძეს!

 

ჩემო კახა! ძმაო კახა! შენი მეუღლე ანუკი და ჩემი შვილიშვილი, იმასაც ანუკი ჰქვია, ზაფხულობით, „ფიტავში" ისვენებდნენ, რა ვიცი, ალბათ ერთად თამაშობდნენ კიდეც. საკუთარ კარში გოლი გაიტანაო, ხშირად რომ წამოგაძახებენ, ამას დილეტანტები, თუ წამოგაძახებენ, თანაც ბოღმით სავსეები, თორემ უსასრულოდ შემიძლია ჩამოვთვალო ფეხბურთის ვარსკვლავები, ავტოგოლების ავტორები. მაგაში არ არის საქმე, სულ სხვა რამ მინდა გითხრა! ხომ არ გწყინს, შენობით რომ მოგმართავ? ეს იმიტომ, ძალიან ახლობლად გთვლი, თანაც, ჩემი შვილის ტოლი ხარ! მიუხედავად იმისა, რომ „დაუსწრებლად" ვიცნობთ ერთმანეთს, გულწრფელად გეტყვი, პატივს გცემ და მიყვარხარ, ამას ყოველგვარი პირფერობის გარეშე გიცხადებ, საჯაროდ!

 

კახა, ეს უწყლო „ფიტავი" მთელ ვირტუალურ სამყაროს გავაცანი! ამერიკაში, ავსტრალიაში... რა ვიცი, ყველგან იციან, ამ ინტერნეტის წყალობით, რომ დუშეთის რაიონში, ერთ ლამაზ დასახლებას, ისტორიული სახელწოდებით - „ფიტავი" სადაც ძირითადად თბილისელებს აქვთ სახლები და ნაკვეთები, სადაც ცხოვრობს ყველასგან მივიწყებული „დაბოღმილი" ბუზღუნა ბებერი, პუბლიცისტი და ბელეტრისტი თამაზ ჭეიშვილი და რაც მთავარია, სადაც 30 წელია სახლი და ნაკვეთი აქვს, ენერგეტიკის მინისტრის, ვიცე-პრემიერის, კახა კალაძის მეუღლის, ანუკი არეშიძის ოჯახს, არ არის წყალი!(?)

 

აქაურები ცას შევყურებთ, როდის გვაღირსებს უფალი წვიმას, რომ შევაგროვოთ და მერე გამოვიყენოთ... მომავალ გაწვიმებამდე!

 

ჩემო კახა, ჩემო უმცროსო მეგობარო და ძმაო, „მიგანიშნე" და ამის შემდეგ, შენ იცი და შენმა კაცობამ!...

 

ისე, ჩემო კახა, მცხეთა- მთიანეთის და დუშეთის ადმინისტრაციაში ჩვენი კოლექტიური განცხადებები „დასტა-დასტა" უწყვიათ... კიდევ, „ფიტავის" უწყლობაზე დოკუმენტური ფილმი გადავიღე და ორჯერ გავუშვი, ტელევიზიით, ჰოო!

 

თამაზ ჭეიშვილი, უდიდესი პატივსცემით და სიყვარულით! (ფიტავი.15.06. 2017)", - წერს ჭეიშვილი. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner