logo_geo
eng_logo
გელა ზედელაშვილი: იჭრიჭინონ ახლა ჭრიჭინებმა ელიკოს თავში, ჩვენ რა გვენაღვლება?!
- +

18 ივნისი. 2017. 18:49



ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„დიახ, დიახ, სწორედ ასეა, ელიკო კილაძეს თავში ჭრიჭინები აუჭრიჭინდნენ... და არც დააყოვნა, უცებ გამოაცხო ახალი ამბავი: ბერა ივანიშვილი მამამ ამერიკაში გააგზავნა, რათა ზაზა ფაჩულიასთვის ეთქვა, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭი უნდა იყარო და საქართველოს პრეზიდენტი გახდეო. ჰო, ბიძინა ივანიშვილს ბერასთვის წერილი გაუტანებია, სადაც, თურმე, სიტყვა-სიტყვით ასე წერია:

 

„ზაზა, შვილო, ეხლა არ დაიწყო, ძაან მაღალი ვარ, კალათბურთს თავს ვერ დავანებებ, ჰასაკი არ მიწყობს ხელსა და ეგეთი რაღაცები, როცა მამული განსაცდელშია და ამავე დროს გული გულობს, ქადაც იჭმევა ორი ხელით და ჰასაკსაც მოევლება. თუ უარს იტყვი, აგერ, ელისო კილაძე აპირებს ნიკოლოზ გვარამიას კანდიდატურის წამოყენებას, ძაან მეშინია, ძალაუფლება მაგათ არ ჩაიგდონ ხელში... ხო იცი, ეხლა, უდუმაშვილიც იბრძვის მერობისთვის, შეიძლება კობა ხაბაზი გახდეს საკრებულოს თავმჯდომარე, ალეკო ელისაშვილი - მთავარი პროკურორი, ელიკო - შინაგან საქმეთა მინისტრი... მოკლედ, ზაზა, შვილო, მე აქედან ვეცდები, რო ამ ბოროტებმა ვერ გაიმარჯვონ, შენ კიდე მაინდან მააწექი, კახიც მოგეხმარება კალაძე. აბა, შენ იცი".

 

ეს ქალი, რომელსაც თავში ჭრიჭინები უჭრიჭინებენ, 33 წლის ზაზა ფაჩულიას (კანონით ის კენჭს ვერ იყრის, ძველი კანონით 35 წლისა უნდა იყოს, ახალი კანონით - 40 წლისა) შენიშვნანარევ გაფრთხილებასაც აძლევს: სპორტსმენებმა სპორტს მიხედეთ, პოლიტიკა არაა თქვენი საქმე, პროფესიონალებს გვაცალეთ ამ სფეროში მოღვაწეობაო. არის რაღაც რომანტიკული ელეონორას გაფრთხილებაში, მისნაირ პროფესიონალებს თუ არ აცალეს სპორტსმენებმა და მსახიობებმა, ქვეყანა ბოლომდე ჩამოიშლება. თუმცა, მსოფლიო მისი „ლოგიკით" რომ აზროვნებდეს, რონალდ რეიგანი და სხვები ნამდვილად ვერ გახდებოდნენ პრეზიდენტები!

 

მოკლედ, ჭრიჭინებენ ჭრიჭინები ძალიან ხშირად მავანთა თავებში და ახარებენ თავიანთ ჭიებს საკუთარ ორგანიზმში. მართალია, თავიანთნაირ აბუეტებსაც იყოლიებენ, პატიოსან ხალხს ალანძღვინებენ, მაგრამ არაუშავს, ესეც გაივლის!

 

არა, ისე, რამდენჯერ და რა დოზით უნდა აჭრიჭინდნენ ჭრიჭინები ამ ქალის თავში? ახლა მოუგონია, ბიძინა ივანიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისე გაუარესდა, შეიძლება წერილი წაიღოსო... არა, შეიძლება მარილზე გავიდეს, წერილს მაგას არ გაატანენ, ათეისტიაო. თან ნიშნს უგებს, როცა შენი სიკვდილის პერსპექტივა მთელ ქვეყანას უხარია, უნდა დაფიქრდე, სად მიქარეო. ერიჰა... ძალიან მძიმე სურათია, ეს უკვე აღარ ჰგავს უბრალო ჭრიჭინს, ეს უკვე ყვავების ჩხავილია ამყრალებულ თავში!

 

აჰა, ნიკოლოზ გვარამიაც აჰყოლია „ელო-მინუსას" ნიუსს: ოე, კონფიდენციალურმა წყარომ მაცნობა, ბიძინა ივანიშვილს ინსულტმა დაარტყა და სასწრაფოდ გერმანიაში გადააფრინესო.

 

„ქართუ ჯგუფის" პრესსამსახურის უფროსმა, გიორგი უძილაურმა განაცხადა, ნიკა გვარამია ფსიქიატრიულში დააწვინეს, აღარაფერი ეშველება, მკურნალობას აღარ ექვემდებარებაო... ჰო, კიდევ, ბიძინა ივანიშვილი თავს მშვენივრად გრძნობს, „ნაციონალებს" კოვზი ნაცარში ჩაგივარდათო!

 

მოკლედ, დიდი ღრიანცელი და ზეიმია „ნაცმოძრაობაში", თამადად ელიკო დაუყენებიათ, ისე არიან დაბანგულები, ისე არიან აჟიტირებულები, რა უხარიათ, თავადაც ვერ ხვდებიან... ალბათ ბევრ თქვენგანს წაგიკითხავთ ჯორჯ ორუელის მოთხრობა „ცხოველების ფერმა"... აი, ზუსტად ისეთივე ზეიმია, როგორც ამ მოთხრობაშია აღწერილი - იყურებიან სარკეში ეს საცოდავები და ვერ ხვდებიან, რატომ დაუმახინჯდათ სახეები, რატომ დაებრიცათ ტან-ფეხი... თუმცა რას უნდა მიხვდნენ? ვერ მიხვდებიან, დაავადებაა ეგეთი, თავიანთი სიმახინჯე სილამაზედ ეჩვენებათ და პირთაგან წამოსული ბალღამი - თაფლად. მერე იტყვიან, რა დავაშავეთ, ღმერთი რატომ გვსჯის, რატომ ვართ ამ დღეშიო? იმიტომ ხართ, რომ ადამიანის სიკვდილზე ოცნებობთ, ადამიანის ცუდად ყოფნა გიხარიათ, თანაც ის გიხარიათ, რაც არარეალურია, თქვენივე გამოგონილი და მოხლაფორთებული!

 

ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ ამჟამად საჩხერეში იმყოფება, თავს მშვენივრად გრძნობს და სიცილად არ ჰყოფნის, რა ინფორმაციასაც „ნაცები" ავრცელებენ. აი, ასე, ჩემო ძვირფასო მკითხველებო, იჭრიჭინონ ახლა ჭრიჭინებმა ელიკოს თავში, ჩვენ რა გვენაღვლება?!

 

ალო... გამარჯობა, ბატონო ბიძინა, ხომ კარგად ხართ მტრების ჯინაზე? კარგად უნდა იყოთ, კარგად, აბა, თქვენ იცით!" - წერს ზედელაშვილი.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner