19 ივნისს, 14:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი თელავის განახლებულ ვაჟა ფშაველას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრს დაათვალიერებს.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, განხორციელდა თეატრის ფასადის რეკონსტრუქცია, მოეწყო თეატრში გათბობის სისტემა; ჩატარდა კორიდორებისა და საგრიმიოროების სარეაბილიტაციო სამუშაოებიც. ვაჟას ფშაველას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის წინ ასევე დამონტაჟდა მონიტორი, თეატრის სარეკლამო რგოლებისათვის. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ, თეატრს მის მფლობელობაში არსებული ვაჟა-ფშაველას ბიუსტი საჩუქრად გადასცა, რომელიც ფოიეში განთავსდება.
განახლებული თელავის თეატრის დათვალიერების შემდეგ, 15:00 საათზე, მიხეილ გიორგაძე თელავის ვაჟას ფშაველას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში სპექტაკლს „ვინ გატეხა ქოთანი?!" დაესწრება, რომელიც ჰაინრიხ ფონ კლაისტის „გატეხილი ქოთანი" მიხედვითაა დადგმული (რეჟისორი - რობერტ სტურუა და ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე).