საფრანგეთში მოღვაწე ქართველი ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე სოციალური ქსელიში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ჩემმა მეგობარმა დარეჯან მეფარიშვილმა ხუთ წუთში გააცამტვერა ქართული ჟურნალისტიკა... შეთხზა ტექსტი, თითქოს ბიძინა ივანიშვილმა დაწერა წერილი და თავის facebook-გვერდზე გამოაქვეყნა... ჩვენმა ბედოვლათმა მედიამ რა ქნა?.. დიახ, ადგა და გაანიუსეს ყველამ, გადაუმოწმებლად და გაუკონტროლებლად და... გამოაქვეყნეს სათაურით: „ბიძინა ივანიშვილის პასუხი"... მეცინება, მარაა სატირალია... ვახ, რა შავ დღეშია ქართული ჟურნალისტიკა, ბიჯო!" - წერს ფოფხაძე.