ჟურნალისტი, პუბლიცისტი თამაზ ჭეიშვილი სოციალურ ქსელში ჟურნალისტ აფგან მუხთარლის საქმეს შემდეგი სახის პოსტით ეხმაურება:
„ამ კაცის ცოლმა, ლეილამ (გვარს არ დავსახელებ, რა საჭიროა?) ძალიან აუშვა აფრები, აი! უცბად, ევროპარლამენტის დასკვნა მიიღო (ხალხი წლობით რომ ელოდება და ვერ ეღირსება), უცბად ,,გაჯეჯილდა" და ,,კატოკივით" გადაუარ-გადმოუარა საქართველოს, ძალიან უხამსი სიტყვებით!.. მოგზავნილი ხომ არ არის, რა ვქნაა?! ჰაა, იუზგარ! დავალება გაქვს?!" - წერს თამაზ ჭეიშვილი.