logo_geo
eng_logo
ბერა ივანიშვილი: არც დედის, არც მამის, არც შვილის სიყვარული იციან - საცოდავი ადამიანები არიან...
- +

18 ივნისი. 2017. 22:23



საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის შვილი ბერა ივანიშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„დილის 6 საათიდან აღელვებული მეგობრების ზარებს ვპასუხობ, სწორედ ამიტომ გადავწყვიტე გავაკეთო განმარტება მათთვის, ვისაც ესმის, რას ნიშნავს ოჯახს მოწყვეტილი კაცისთვის მამაზე გამოგონილი უმსგავსო ინფორმაციის მოსმენა. მინდა გითხრათ, რომ ჩემი 61 წლის მამა ყოველდღე აქტიურად ვარჯიშობს და თავისი ჯანმრთელობის მონაცემებით ნებისმიერ ახალგაზრდას შეედრება. ის ხალხი, კი ვინც ამ დეზინფორმაციას სიხარულით ავრცელებს, მხოლოდ ჩემს სიბრალულს იმსახურებს, რადგან მათ არც დედის, არც მამის, არც შვილის და არც სამშობლოს სიყვარული იციან, ისინი საცოდავი ადამიანები არიან...

მუდამ თქვენი

 

ბერა

 

P.S. გილოცავთ მამის დღეს", - წერს ბერა ივანიშვილი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner