logo_geo
eng_logo
ნანა გაგუა: პირადად მე, არ მაქვს მისტიურ „ტომარას” გადასაყოლებელი სამშობლო!
- +

18 ივნისი. 2017. 22:34



ჟურნალისტი ნანა გაგუა სოციალურ ქსელში ჟურნალისტ აფგან მუხთარლის საქმეს შემდეგი სახის პოსტით ეხმაურება:

 

„აფგანაზე როდის უნდა დამთავრდეს მავანთა „რიჟა" ბაზარი?!

 

პირადად მე „წიომნი" ტიპი მგონია!.. განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა მისი ცოლიც გვებრიქება, მოახერხა და შორს გასტყორცნა „ბნელ ბუნაგად ქცეული" საქართველოს სახელი და ჩემი ქვეყნის იმიჯსაც აქტიურად ეკაჩავება!

 

კოლ-ლეგა ჟურნალისტებს კი ვურჩევდი, აზერბაიჯანული მედიაც ჩაერთოთ (ერთხელ მაინც!) პირდაპირ ეთერებში, რათა იქაური ჟურნალისტების ვარაუდებიც მოგვესმინა მთელი ამ აბდაუბდის შესახებ! ბებიამა, რააა... ალიევიც „ტუპოია" და ის გურჯებიც, რომლებსაც რაღაცები არ გვჯერა?! მხოლოდ აფგანაა პრაფესორა, მა რაა!

 

P.S. პირადად მე კი ქართულ-აზერბაიჯანული გამოძიების დასკვნებს ველოდები, რომელშიც რატომღაც „ტომარას" და ლიგვისტ გამტაცებლებს ვერ ვხედავ! ეტყობა, მოვხუცდი, როგორც ჟურნალისტი. 300 ადამიანი უკვე დაიკითხაო, ითქვა გამოძიების მხრიდან. ჰოდა, მოვუსმენ სამასივეს ნაამბობს და მერე გამოვიტან 300 დასკვნას! მანამდე კი ქართულ-აზერბაიჯანულ ურთიერთობას წყალს არ შევუყენებ ჩემ მიერ დაწერილი არცერთი სიტყვით და არცერთი კომენტარით!.. ЯХШИ?!

 

პირადად მე არ მაქვს მისტიურ „ტომარას" გადასაყოლებელი სამშობლო!" - წერს გაგუა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner