BBC-ის ინფორმაციით მალიში მდებარე ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ კურორტს თავს ჯიჰადისტები დაესხნენ. დედაქალაქიდან აღმოსავლეთით მდებარე დუგურაკოროში, „ლე კამპემანის" ბანაკში სროლა იყო. ქვეყნის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, კურორტზე სამხედროები და ფრანგული ანტიტერორისტული დანაყოფები გადაისროლეს.
ადგილობრივი მაცხოვრებლების ინფორმაციით, სროლის ხმასთან ერთად, შენიშნეს კვამლის სვეტებიც.
გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად 2 ადამიანი გარდაიცვალა.