BBC-ის ინფორმაციით, საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნების ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, ქვეყნის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის პარტიამ „წინ რესპუბლიკა"-მ არჩევნებში საპარლამენტო უმრავლესობა მოიპოვა. მარკონის პარტიამ 577-მანდატიან პარლამენტში 355-დან 425-მდე ადგილი აიღო.
„რესპუბლიკელები" პარლამენტში 125 ადგილს აიღებენ, ხოლო სოციალისტები 49-ს. მარინ ლე პენის „ნაციონალურმა ფრონტმა" ამ ეტაპისთვის მხოლოდ 8 ადგილის მოპოვება შეძლო.