logo_geo
eng_logo
პორტუგალიაში ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 62-მდე გაიზარდა
- +

18 ივნისი. 2017. 23:38



პორტუგალიაში ტყის მასივებზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 62-მდე გაიზარდა, მათ შორის ოთხი მცირეწლოვანია.


დაღუპულთა უმეტესობა სახიფათო ტერიტორიის დატოვებას ავტომობილებით ცდილობდა, თუმცა მოულოდნელად ცეცხლის რკალით აღმოჩნდა გარშემორტყმული და თავის დაღწევა ვეღარ შეძლო.


60-მდე დაშავებულს შორის მეხანძრეებიც არიან. სტიქიის ლოკალიზებისთვის 600 მეხანძრე იბრძვის.


ხანძრის გაჩენის სავარაუდო მიზეზად ერთ-ერთ ხეზე მეხის დაცემას განიხილავენ. აღსანიშნავია, რომ ცეცხლის გავრცელებას ჰაერის მაღალი ტემპერატურაც უწყობს ხელს, რომელიც 40 გრადუსს აჭარბებს.


პორტუგალიის პრემიერ-მინისტრმა გაჩენილ ხანძარს ბოლო წლების უდიდესი ტრაგედია უწოდა. ქვეყანაში სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner