ჟურნალისტი ზაზა დავითაია მოძრაობა „19 აპრილის" წარმომადგენელს, იასონ ფავლენიშვილს მიმართავს:
„განცვიფრებული ვარ!
ამას განსაკუთრებით, იმ მეგობრების გასაგონად ვამბობ, რომლებთან მხარდამხარაც, 80-იანი წლების ეროვნული მოძრაობიდან მოვდივარ..
იცით, „ნაცების" მხარეს გულშემატკივართა შორის ვინ ესწრებოდა დღევანდელ სასამართლოს, რომელზეც სააკოვის კომკავშირელები-"თავისუფალი ზონის" წევრები სამართლდებიან?
-იასონ ფავლენიშვილი- ჩემთვის აქამდე პატივსაცემი ადამიანი, რომელიც საქართველოს ეროვნული თავისუფლებისთვის ზვიად გამსახურდიას მხარდამხარ იბრძოდა!
იასონ! რა დაგჩენია მანდ, ზვიად გამსახურდიას ფეხის მკვნეტელ „ნაცებთან," იმ ხალხთან, რომლებმაც ზვიადს პირველი ტყვია ესროლეს? რა დაგრჩენია ამ ნაძირლებთან შენ-წამებით მოკლული სანდრო გირგვლიანის ბიძას, კაცების გამაუპატიურებელ ამ არსებებთან, რომელთა საბოლოო სადგური ჯოჯოხეთია? ბევრი ფული იშოვება მანდ? გამოერიდე ამ ხალხს, იასონ, გამოერიდე, ვინძლო მათი ცოდვების აყროლებული ნაშხეფები შენც შეგსხმია და უფლის წინაშე მათი ცოდვების თანამონაწილე შენც გამხდარხარ!
ეჰ, იასონ, იასონ! სად ზვიადი, სად-სააკოვი!
ვწუხვარ,შენს გამო!"- წერს დავითაია.